logo_geo
eng_logo
აშშ მოუწოდებს „ჰეზბოლას“, არ ისარგებლოს ისრაელ-„ჰამასის“ ომით
- +

3 ნოემბერი. 2023. 23:01

აშშ მოუწოდებს „ჰეზბოლას“, არ ისარგებლოს ისრაელ-„ჰამასის“ ომით. Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა განუცხადა.

 

 

ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად დავაფიქსირეთ, „ჰეზბოლამ“ და სხვა აქტორებმა არ უნდა სცადონ ამ კონფლიქტით სარგებლობა. რაც შეეხება „ჰეზბოლას“ ლიდერის განცხადებებს, ჩვენ სიტყვიერ ომში არ შევალთ. აშშ-ს არ სურს, რომ ეს კონფლიქტი ლიბანის ტერიტორიაზე გავრცელდეს, ვინაიდან ეს შეიძლება გადაიზარდოს იმაზე უფრო სისხლიან ომში, ვიდრე ისრაელსა და ლიბანს შორის 2006 წელს იყო“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა.

 

 

მანამდე ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ გაავრცელა. მისი განცხადებით, 7 ოქტომბრის ოპერაცია 100%-ით პალესტინელების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული და „ჰეზბოლა“ ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ნასრალას განცხადებით, „აშშ-მა პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებზე, რომელიც ისრაელმა ღაზის სექტორში ჩაიდინა, ამიტომ წინააღმდეგობის ძალები თავს ესხმოდნენ და გააგრძელებენ თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე ერაყსა და სირიაში“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner