logo_geo
eng_logo
"ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალი პროექტის „Do IT with the EU“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა," - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი საქართვე
- +

3 ნოემბერი. 2023. 23:48

ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი ეილონ ლევი რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა.

 

 

მოვისმინეთ ჰასან ნასრალას გრძელი და უთავბოლო გამოსვლა. ვაღიარებ, ის იმდენად მოსაწყენი იყო, რომ მე არ ვიცი, შესაძლოა მისი სპიჩრაიტერი „ჰეზბოლაზე“ ჩვენი იერიშების დროს მოკლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ხალხის სიმრავლის, თავად ჰასან ნასრალა სცენაზე არ გამოჩენილა. ის იმალება ბუნკერში, როგორც ლაჩარი. მეც რომ გამოვდიოდე ერთსაათიანი სიტყვით და ვიცავდე „ჰამასის“ პედოფილ მოძალადეებს, მეც შემეშინდებოდა საკუთარი სახის გამოჩენის“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა.

 

 

მანამდე ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ გაავრცელა. მისი განცხადებით, 7 ოქტომბრის ოპერაცია 100%-ით პალესტინელების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული და „ჰეზბოლა“ ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ნასრალას განცხადებით, „აშშ-მა პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებზე, რომელიც ისრაელმა ღაზის სექტორში ჩაიდინა, ამიტომ წინააღმდეგობის ძალები თავს ესხმოდნენ და გააგრძელებენ თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე ერაყსა და სირიაში“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner