logo_geo
eng_logo
„ცაჰალში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების ავტომობილზე მიიტანეს იერიში, და განმარტავენ, რომ ავტომობილით ტერორისტები გადაადგილდებოდნენ
- +

4 ნოემბერი. 2023. 00:24

„ისრაელის თავდაცვის ძალებში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების ავტომობილზე მიიტანეს იერიში და განმარტავენ, რომ ავტომობილით ტერორისტები გადაადგილდებოდნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომობილს „ჰამასის“ ტერორისტები იყენებდნენ. იერიშის შედეგად „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლია ლიკვიდირებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ჰამასი“ ტერორისტებისა და იარაღის ტრანსპორტირებისთვის სასწრაფო დახმარების ავტომობილებს იყენებს“, - აცხადებენ „ცაჰალში“.

 

 

მანამდე BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან მომდარი აფეთქების შესახებ. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს სასწრაფო დახმარების დაზიანებული ავტომობილიც, თუმცა „ცაჰალში“ არ დაუკონკრეტებიათ, რომ მათი განცხადება სწორედ ამ ინციდენტს ეხებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner