logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები
- +

4 ნოემბერი. 2023. 10:40

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

 

 

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარი და დაიწყოს აქტიური მუშაობა.

 

 

„მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს, მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

 

 

ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარი და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner