logo_geo
eng_logo
მაჰმუდ აბასმა მოსკოვში ვიზიტი გადადო
- +

4 ნოემბერი. 2023. 10:46

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გადადო ვიზიტი მოსკოვში, რომელიც მიმდინარე თვეში იყო დადგემილი.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის განცხადებით, ვიზიტი, რომელიც 15 ნოემბერს უნდა განხორციელებულიყო, პალესტინური მხარის თხოვნით გადაიდო.

 

 

მისივე თქმით, პალესტინურმა მხარემ განაცხადა, რომ შექმნილი რთული ვითარების გამო მაჰმუდ აბასი რეგიონს ვერ დატოვებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner