პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გადადო ვიზიტი მოსკოვში, რომელიც მიმდინარე თვეში იყო დადგემილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის განცხადებით, ვიზიტი, რომელიც 15 ნოემბერს უნდა განხორციელებულიყო, პალესტინური მხარის თხოვნით გადაიდო.
მისივე თქმით, პალესტინურმა მხარემ განაცხადა, რომ შექმნილი რთული ვითარების გამო მაჰმუდ აბასი რეგიონს ვერ დატოვებს.