logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნიამ ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
- +

4 ნოემბერი. 2023. 11:15

ყაზახეთში, ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ჯანდაცვის ჯგუფის, რიგით მე-5 სამუშაო შეხვედრები გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, 2023 წელს საქართველო „კარეკის“ თავმჯდომარე ქვეყანა იყო და შესაბამისად, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა.

 

 

მისი განცხადებით, 2030 წლის საერთო ჯანდაცვის სტრატეგია და 2024 წლის რეგიონული საინვესტიციო ჩარჩო დოკუმენტი, რომლებიც ამ სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იქნება მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასევე, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრისა და ტექნიკური დახმარების მისაღებად.

 

 

სამუშაო შეხვედრებზე, „კარეკის“ მონაწილე 10 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, დოკუმენტების იმპლემენტაციის პროცესზე, სექტორში, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს, რეგიონულ დონეზე, ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

 

 

ღონისძიების ფარგლებში გამართული მოხსენებებისა და პრეზენტაციების პარალელურად, თამარ გაბუნიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც სპიკერებმა, ჯანდაცვის სექტორზე კლიმატური ცვლილებების გავლენაზე იმსჯელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner