„ცაჰალში“ აცხადებენ, რომ ღამით ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში რეიდი განახორციელეს და „ჰამასის“ მებრძოლები გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელური მედია იტყობინება.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაციაში საბრძოლო საინჟინრო ძალები და ტანკები მონაწილეობდნენ, მიზანი კი შენობების რუკაზე დატანა და ტერიტორიის ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან გასუფთავება იყო.
მათივე ცნობით, ოპერაციის შესრულებისას ისრაელელი სამხედროები წააწყდნენ „ჰამასის“ მებრძოლებს და მათი ლიკვიდაცია შეძლეს.