logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
- +

4 ნოემბერი. 2023. 15:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშვილთან, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.

 

 

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner