logo_geo
eng_logo
„ცაჰალმა“ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის სამხრეთში უსაფრთხო ევაკუაციისთვის სამი საათი გამოყო
- +

4 ნოემბერი. 2023. 16:49

„ცაჰალმა“ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის სამხრეთში უსაფრთხო ევაკუაციისთვის სამი საათი გამოყო.

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ადგილობრივი დროით 13:00 საათსა და 16:00 საათს შორის პერიოდში ღაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე საავტომობილო მოძრაობა უსაფრთხო იქნება. „ცაჰალი“ მოუწოდებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner