აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნაჯიბ მიქატის მისი მცდელობებისთვის, არ დაუშვას ქვეყნის ისრაელთან ომში ჩართვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეტიუ მილერზე დაყრდნობით Times of Israel-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, ბლინკენმა მადლობა გადაუხადა მიქატის მისი ლიდერობისთვის და პრევენციული ქმედებებისთვის, რათა ლიბანი ისრაელთან ომში არ ჩართულიყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ლიბანელ ხალხს ეს ომი არ სურს.
აღსანიშნავია, რომ ლიბანში ბაზირებული რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით იმუქრებოდა.