logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა ნაჯიბ მიქატის მისი მცდელობებისთვის, არ დაუშვას ისრაელთან ომში ლიბანის ჩართვა
- +

4 ნოემბერი. 2023. 16:50

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნაჯიბ მიქატის მისი მცდელობებისთვის, არ დაუშვას ქვეყნის ისრაელთან ომში ჩართვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეტიუ მილერზე დაყრდნობით Times of Israel-ი ავრცელებს.

 

 

მისივე თქმით, ბლინკენმა მადლობა გადაუხადა მიქატის მისი ლიდერობისთვის და პრევენციული ქმედებებისთვის, რათა ლიბანი ისრაელთან ომში არ ჩართულიყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ლიბანელ ხალხს ეს ომი არ სურს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ლიბანში ბაზირებული რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით იმუქრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner