logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
- +

4 ნოემბერი. 2023. 16:51

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ეს ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ფონ დერ ლაიენის მეექვსე ვიზიტია.

 

 

ურსულა ფონ დერ ლაიენს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დახვდა. ფონ დერ ლაიენის თქმით, მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ევროპა ურყევად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში.

 

 

მოგვიანებით ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის რადაში სიტყვით გამოვა. მისი ვიზიტი წინ უძღვის ანგარიშს, რომელშიც ევროკავშირმა მომდევნო კვირაში ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის პროგრესი უნდა შეაფასოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner