თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხაზი გადაუსვა, მასთან ლაპარაკი აღარ შეიძლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განუცხადა.
მისივე თქმით, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ისრაელმა ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ომის დანაშაულებზე პასუხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინაშე აგოს. ერდოღანის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა თურქეთის საგარეო უწყებას დაევალა.
„ერდოღანმა დაკარგა მოქალაქეობის მხარდაჭერა და ცდილობს, მოიპოვოს მხარდაჭერა რელიგიური რიტორიკის საშუალებით. რომელ თორაზე საუბრობს? განა ათი მცნებიდან ერთ-ერთი არ ამბობს „არ კლა“? ეს უბრალოდ პოპულისტური მიდგომაა“, - განაცხადა ერდოღანმა.