logo_geo
eng_logo
ილია ღუდუშაური: მიზნობრივი, ახალი პროექტები დაინიცირდა, საიდანაც ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება
- +

4 ნოემბერი. 2023. 17:26

"მიზნობრივი, ახალი პროექტები დაინიცირდა, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება, "- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისთვის არის გამოყოფილი თანხები.

 

 

„წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილია. ასევე, მიზნობრივი, ახალი პროექტები დაინიცირდა, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება და საშუალებას მოგვცემს, რომ შემდეგი წლის განმავლობაში იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებსაც აქამდე ვაფინანსებდით, მთლიანად დავუფაროთ ის ხარჯები, რაც წლის განმავლობაში ექნებათ და აღარ იქნება პრობლემა, რომ ლიმიტი ამოეწურება და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახებისთვის არის გამოყოფილი თანხები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შემდეგი წლის განმავლობაში 1000 ოჯახი საცხოვრებელი სახლით უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner