უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან და აშშ-დან უკრაინაზე რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზეწოლას არავინ ახორციელებს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების არც ერთი ლიდერი არ ახორციელებს ჩემზე ზეწოლას {რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე} ჩვენ რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ რუსეთთან, ეს არ მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
NBC News იტყობინება, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან დაიწყეს მსჯელობა რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ დისკუსიებში, კერძოდ, ისაუბრეს იმაზე, თუ რაზე შეიძლება უარი თქვას უკრაინამ შეთანხმებების მისაღწევად.