logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციას უნდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო გახადოს
- +

4 ნოემბერი. 2023. 21:02

 

 

ოპოზიციას უნდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო გახადოს. ამის არაერთ მცდელობას ვხედავთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ამ ყველაფერს არც მალავენ და ამბობს, რომ თუ სტატუს არ მივიღებთ, ხელისუფლებას რევოლუციას მოუწყობენ. ისინი ამ ჩარჩოში მოქმედებენ და ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ ყველაფერს, მათ შორის ტყუილებსაც. როდესაც სახელმწიფოს აქვს პროგრესი რეკომენდაციების შესრულებაში და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი აისახება და შესაბამისი გადაწყვეტილება გვექნება, ოპოზიციამ უნდა მიმართოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამდენი ხანია ატყუებენ, რატომ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ყველამ ერთად დავიმსახურეთ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner