logo_geo
eng_logo
თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელიდან თავის ელჩი გაიწვიეს
- +

4 ნოემბერი. 2023. 21:36

 

 

თურქეთი აცხადებს, რომ იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან კონსულტაციებისთვის იმის გამო, რომ ისრაელმა უარი თქვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვიეს „ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებითა და ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელის უარით“.

 

ისრაელი აცხადებს, რომ აპირებს ომის გაგრძელებას, ვიდრე არ გაანადგურებს „ჰამასის“ ძალაუფლებას ღაზაში. ასევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლი არ შეწყდება, ვიდრე ღაზაში მყოფი 240-ზე მეტი მძევალი არ გათავისუფლდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner