logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინა ამბიციურად მიიწევს ევროკავშირისკენ
- +

4 ნოემბერი. 2023. 21:39

 

 

კიევში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად არის საჭირო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

 

„უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავს პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როდესაც ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს“, - აღნიშნა მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner