logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა მისი გადადგომა მოითხოვეს
- +

5 ნოემბერი. 2023. 00:16

 

 

იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო, მისი გადადგომა მოითხოვეს. ამის შესახებ Times of Israel წერს.

 

პარალელურად, ათასობით ადამიანი შეიკრიბა თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმთან ისინი მთავრობისა და სამხედროებისგან ტყვეების დასაბრუნებლად მეტ ძალისხმევას მოითხოვენ.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner