თურქული სააგენტო „ანადოლუს" ცნობით თურქეთში, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" კავშირში ეჭვმიტანილი 10 უცხოელი დააკავეს.
როგორც სააგენტო იუწყება, უცხოელები პროვინცია ჰააიში, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში დააკავეს.
დაკავებულთა შორის აზერბაიჯანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, ეგვიპტისა და სირიის მოქალაქეები არიან. სპეცსამსახურების ცნობით, ყველა მათგანმა თურქეთის საზღვარი 30 აგვისტოს გადაკვეთა.