logo_geo
eng_logo
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 10 უცხოელი დააკავეს
- +

10 სექტემბერი. 2016. 12:48



თურქული სააგენტო „ანადოლუს" ცნობით თურქეთში, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" კავშირში ეჭვმიტანილი 10 უცხოელი დააკავეს.


როგორც სააგენტო იუწყება, უცხოელები პროვინცია ჰააიში, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში დააკავეს.


დაკავებულთა შორის აზერბაიჯანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, ეგვიპტისა და სირიის მოქალაქეები არიან. სპეცსამსახურების ცნობით, ყველა მათგანმა თურქეთის საზღვარი 30 აგვისტოს გადაკვეთა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner