logo_geo
eng_logo
ავთანდილ კასრაძე: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც Starlink-ის ინტერნეტმომსახურებით სარგებლობს
- +

5 ნოემბერი. 2023. 00:58

 

 

„ძალიან დიდი მოვლენაა, როდესაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც „SpaceX“-ის, კონკრეტულად Starlink-ის ინტერნეტმომსახურებით სარგებლობს“, - ამის შესახებ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების“ სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მინდა თითოეულ მოქალაქე შევიდეს Starlink-ის საიტზე და ნახოს დაფარვის რუკა - განათებული ცივილიზებული ქვეყნები და მათთან ერთად საქართველო, რაც მიუთითებს საქართველოს ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდი მიღწევაა, რომ საქართველომ შეძლო და Starlink-ის მომსახურება პირველმა მიიღო“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

 

ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ისთანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.

 

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner