ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს. საჰაერო დარტყმები „ჰამასის“ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება.
ებრაული შენაერთები ანკლავში დაჯგუფების გვირაბებს აფეთქებენ და მათ ლიდერებს ანეიტრალებენ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ლიკვიდირებულია დაჯგუფების 12 მაღალ ჩინოსანი. პარალელურად, ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას ატარებს. მათი მიზანი ღაზის დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებში შესვლაა.