უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. რუსეთის პატრიარქს უკრაინაში რუსეთის სრულ მასშტაბიანი შეჭრის გამართლებაში ადანაშაულებენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, პატრიარქი კირილი რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული პირია და ერთ-ერთი პირველია, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომს.
19 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების ამკრძალავ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.