ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში 25 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას დაესწრო ამერიკის ელჩი და ასოციაციის წევრები.
ამერიკის სავაჭრო პალატა უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა, რომელიც 250 წევრს აერთიანებს.
„ძალიან მიხარია, რომ უკვე 25 წელი შესრულდა ამერიკის სავაჭრო პალატის დაარსებიდან საქართველოში. საოცარი გარემოა. ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და მიხარია, აქ რომ ვიმყოფები“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა.