„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულს, ბრალს დღეს წარუდგენენ. სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მსჯავრდადებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისათვის ერთი პირი დააკავა. დაკავებული ფლობდა მსჯავრდადებულების მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, თუმცა მან აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.