ესპანეთის „ლა ლიგა 2-ის“ მე-14-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ლევანტემ“ შინ მირანდესთან ფრედ 2:2 ითამაშა.
საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, 26-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი მიითვალა. ეს 24 წლის მცველისთვის „ლა ლიგა ორის“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-11-ე შეხვედრაში მეორე გოლია.
„ლევანტე“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, სტუმრად „ლეგანესს“ დაუპირისპირდება.