logo_geo
eng_logo
ესპანეთის „ლა ლიგა 2-ის“ მე-14-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა
- +

5 ნოემბერი. 2023. 16:19

ესპანეთის „ლა ლიგა 2-ის“ მე-14-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ლევანტემ“ შინ მირანდესთან ფრედ 2:2 ითამაშა.

 

 

საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, 26-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი მიითვალა. ეს 24 წლის მცველისთვის „ლა ლიგა ორის“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-11-ე შეხვედრაში მეორე გოლია.

 

 

„ლევანტე“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, სტუმრად „ლეგანესს“ დაუპირისპირდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner