რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ქერჩში, რუსეთის გემთსაშენზე საჰაერო იერიშის მიტანის შესახებ. უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 15-ი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც ერთი გემი დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალებიც ადასტურებს.
„4 ნოემბერს საღამოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში „ზალივის“ ქარხნის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე დროებით ოკუპირებულ ქალაქ ქერჩში“, - ნათქვამია განცხადებაში.