logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს შეხვდა
- +

5 ნოემბერი. 2023. 16:22

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დასავლეთ ნაპირზე პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბლინკენმა აბასი დაარწმუნა, რომ აშშ მზად არის განაგრძოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და აღნიშნა, რომ პალესტინელებს საკუთარი სახლების დატოვება არ უნდა აიძულონ.

 

 

ბლინკენმა და აბასმა განიხილეს დასავლეთ ნაპირზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის გზები. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მუშაობს პალესტინელების სახელმწიფოს ჩამოყალიბების ლეგიტიმური სურვილის განსახორციელებლად.

 

 

თავის მხრივ, აბასი ბლინკენს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობაზე ესაუბრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner