ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს უფროსმა მრჩეველმა მარკ რეგევმა ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეგევმა აღნიშნა, რომ ისრაელი ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებისთვის მზად არის, თუმცა ეს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებას უნდა ითვალისწინებდეს. მან ასევე გააკეთა კომენტარი „ჰამასის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 60 მძევალი დაიღუპა.
„ამის დადასტურება არ შემიძლია. ვფიქრობ, ეს „ჰამასის“ ფსიქოლოგიური პროპაგანდის ნაწილია. უნდათ რომ მათ აღარ დავარტყათ, ამიტომ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ხალხს ვკლავთ. უნდათ, რომ ამის გვჯეროდეს“, - განაცხადა მან.