logo_geo
eng_logo
თურქეთში ისრაელის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ნატოს ბაზაზე შეჭრა სცადეს
- +

5 ნოემბერი. 2023. 19:10

თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა ავიაბაზა ინჯირლიკზე შეჭრა სცადეს, რომელზეც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებია დისლოცირებული. ამის შესახებ სააგენტო DHA და ტელეკომპანია NTV იტყობინებიან.

 

 

მათი ცნობით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ჰუმანიტარული ფონდი იყო. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, თუმცა სხვა ადგილას უნდა გამართულიყო. ამის გამო პოლიციელებმა ბაზასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს. როდესაც დემონსტრანტებმა ბაზაზე შეჭრა სცადეს, პოლიციამ მათ დასაშლელად სპეცსაშუალებები გამოიყენა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner