შოტლანდიის პირველი მინისტრის ჰამზა იუსაფის ცოლის მშობლებმა სახლში დაბრუნება მოახერხეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს მათ ღაზა რაფაჰის გამშვები პუნქტის გასვლით დატოვეს და ეგვიპტეში გადავიდნენ. ისინი ახლა დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. ნათესავებთან გადაღებული ფოტო იუსაფმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
ელიზაბეტ და მაგედ ელ-ნაკლა, რომლებიც დანდიში ცხოვრობენ, ღაზაში ოქტომბრის დასაწყისში, ვაჟის და მაგედის 92 წლის ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდნენ. ომის დაწყების შემდეგ ისინი ღაზის სექტორში იყვნენ ჩარჩენილები.