logo_geo
eng_logo
რომის პაპმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
- +

5 ნოემბერი. 2023. 19:30

 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ „ევედრება მათ, უფლის სახელით ცეცხლი შეწყვიტონ“. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში X გამოქვეყნდა.

 

„კვლავ ვფიქრობ სერიოზულ სიტუაციაზე პალესტინასა და ისრაელში, სადაც ბევრი, ბევრი ადამიანი დაიღუპა. უფლის სახელით, გევედრებით: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა. შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი. ამის შემდეგ „ცაჰალმა“ ღაზის სექტორზე ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს ისრაელელი სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner