logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის თემა გახდა პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო გახლეჩის საფუძველი, ამისთვის ისინი ქმნიდნენ ჭარბ მოლოდინებს
- +

5 ნოემბერი. 2023. 20:45

 

 

ზელენსკის მიერ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შემდეგ აქტუალური გახდა ეს საკითხი ჩვენთვისაც, ასევე მოლდოვისთვის. ჩვენ გვქონდა მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება განაცხადის შეტანის თაობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

„თავიდანვე ვფიქრობდით იმაზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გარკვეულ რისკებთან ყოფილიყო დაკავშირებული და მათ შორის რისკი იყო იმაში, რაც მოხდა, რომ ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველოს - არა. გახსოვთ, ამ საკითხზე დაყრდნობით, მაშინ, ივნისში რადიკალურმა ოპოზიციამ რევოლუციის მოწყობა სცადა. თემა, რომელიც გაერთიანების საფუძველი უნდა გამხდარიყო, გახდა პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო გახლეჩის საფუძველი. ამისთვის ისინი ქმნიდნენ ჭარბ მოლოდინებს, გახსოვთ საუბრობდნენ მილიარდობით დოლარზე, რომელიც გამოიყოფოდა საქართველოსთვის სტატუსის მიღების შემდეგ, საუბრობდნენ იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა და ა.შ.

 

სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა თავის თავზე მიეწერა კანდიდატის სტატუსი და ამისთვის კონსტიტუციასაც არღვევდა. რადიკალური ოპოზიციური პარტიები კი პირდაპირ ამბობენ, რომ სტატუსი თურმე აღარაფერს ნიშნავს, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსი შარშან ქვეყნის განვითარებისთვის საოცრება იყო. რაც შეეხება ენჯეოებს, მათ მიმართეს ევროკავშირს თხოვნით, რომ ყველაფრის მიუხედავად მოგვანიჭონ სტატუსი. ეს მესიჯი, რომ ყველაფრის მიუხედავად მიანიჭეთ სტატუსი, თავისთავად არის მესიჯი, რომ ქვეყანას არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner