logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენი პარტნიორები ნახავენ მთავარს, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველომ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა
- +

5 ნოემბერი. 2023. 20:53

"პოლიტიკურ პოლარიზაციას მარტო საქართველოს მთავრობა ან მმართველი გუნდი ვერ დაასრულებს. ამის პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, "- ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანდიდატის სტატუსზე და 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა.

 

 

„სამწუხაროდ, დღეს პასუხისმგებლობის ნაკლებობაა ჩვენს ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ისინი ამას უყურებენ საკუთარი პოლიტიკური პრიზმიდან, ქვეყნის ნებისმიერი წარმატება მიაჩნიათ საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის საფრთხის შემქმნელად. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

 

 

მთავარს ნახავენ ჩვენი პარტნიორები, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველომ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა, რომ შეგვესრულებინა პირობები. შესრულებაც შეფასებადია. ზოგიერთი კანონი იყო მიღებული, რომელსაც პრაქტიკული კონვერტირება სჭირდება სამართლებრივ სივრცეში. ეს ითხოვს დროს და ძალისხმევის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორები შესაბამისად შეაფასებენ ჩვენ მიერ გაწეულ საქმეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner