ილია სულამანიძე (100კგ) საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან იპონით დამარცხდა.
დღესვე კონტინენტის პირველობაზე ფინალში იჭიდავებს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი. მანამდე კი ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმაც (60 კგ) მოიპოვა.