logo_geo
eng_logo
The New York Times-ის გამოკითხვა: ტრამპი ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს
- +

5 ნოემბერი. 2023. 22:09

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

 

 

გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს შემდეგ მერყევ შტატებში უსწრებს: ნევადა (11%-ით), მიჩიგანი (5%-ით), ჯორჯია (6%-ით), პენსილვანია (4%-ით), არიზონა (5%-ით), ხოლო უისკონსინის შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს.

 

 

როგორც გაზეთი The New York Times-ი იუწყება, მერყევ შტატებში, ამომრჩევლები აცხადებენ, რომ ტრამპს უფრო ენდობიან, ვიდრე ბაიდენს ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და მიგრაციის საკითხებზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner