logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი ერაყში ჩავიდა
- +

5 ნოემბერი. 2023. 22:45

ენტონი ბლინკენი ერაყში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თავის ახლოაღმოსავლურ ტურნეს ბაღდადში აგრძელებს, სადაც ჟურნალისტებსაც ესაუბრა.

 

 

მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებსაც ის უკვე ესაუბრა, დადებითად შეაფასეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების იდეა, რა დროსაც სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევა, იქიდან კი მშვიდობიანი მოსახლეობა გავა.

 

 

ჩემი აზრით, ყველა მიესალმება ჰუმანიტარულ პაუზებს, ეს უდავოა“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

 

ბლინკენის ერაყში ჩასვლა დაანონსებული არ იყო. მანამდე ის იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიაში, დასავლეთ ნაპირსა და კვიპროსში. ერაყიდან ბლინკენი თურქეთში გაემგზავრება.

 

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა. შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი. ამის შემდეგ „ცაჰალმა“ ღაზის სექტორზე ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს ისრაელელი სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner