logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ 11 რეკომენდაციაზე იქნება დადებითი პასუხი
- +

5 ნოემბერი. 2023. 23:38

"ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რადგან ყველა ის ნაბიჯი და და რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ იმისკენ იყო მიმართული, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროკავშირს. შესაბამისად, ვიცით, რომ ეს ასახული იქნება ანგარიშში," - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE„ განაცხადა.

 

 

ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ორი თვის განმავლობაში ევროკომისიაში, იქ კეთდებოდა ჩასწორებები. ის ცნობილი კანონიკ რომელზეც დიდი ამბავი ატეხეს ჩვენმა „სასიქადულო“ ოპოზიციონერებმა, ისიც შეთანხმებული იყო ევროკომისიასთან. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დასკვნა იქნება დადებითი და იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას ევროპული საბჭოსთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

 

 

მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ 11 რეკომენდაციაზე იქნება დადებითი პასუხი, აქედან ნაწილი ჩაითვლება სრულად შესრულებულად, ნაწილში ჩაითვლება კარგი პროგრესი. ერთადერთი, რაზეც დიდი პროგრესით ვერ დავიკვეხნით, ეს არის დეპოლარიზაცია, თუმცა აქ ბევრი მხარეა ჩართული და როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს სურს დეპოლარიზაცია, ამ შემთხვევაში დეპოლარიზაცია ვერ მოხდება“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner