logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირი არ მუშაობს ასე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ბედს დაუკავშიროს რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება
- +

5 ნოემბერი. 2023. 23:39

ნიკოლოზ სამხარაძე გამორიცხავს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პირობას წააყენებს. ამ თემაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

 

„ევროკავშირი არ მუშაობს ასე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ბედს დაუკავშიროს რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. რა თქმა უნდა [სააკაშვილს] ჰყავს ლობისტები, მაგრამ ლობისტები საკმარისი არ არის, იმისთვის რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომ კონკრეტულ პირობად იყოს ჩაწერილი, რომ დამნაშავე ადამიანი გამოუშვან ციხიდან. ევროკავშირში ძალიან კარგად იციან, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე. მე ამას გამოვრიცხავ,მაგრამ რახან ჰიპოთეტურად ვსაუბრობთ, ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ მიდის სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა სამხარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner