logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: დარწმუნებულები ვართ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაში, შესაბამისად, პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს
- +

5 ნოემბერი. 2023. 23:40

"ევროკავშირში მოლოდინი არის რომ საქართველოში კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენც და მმართველ პარტიას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ასეთი არჩევნები ჩავატაროთ," - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

შესაბამისად, არავისი მითითება არ გვჭირდება ამაში, რადგან პირველ რიგში ჩვენი ხალხის მიმართ გვინდა, რომ პირნათელი ვიყოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაში, შესაბამისად პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ არჩევნები სამართლიანად და კარგად ჩატარდეს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner