logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: განცხადებები, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, იქნება არა ხელისუფლების პოლიტიკის, არამედ ხალხის განწყობის და გეოპოლიტიკური ვითარების დამსახურება, არასერიოზული და არაკომპეტენტურია
- +

6 ნოემბერი. 2023. 00:31

"ამ ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციურად დაკანონდა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, ამას მოჰყვა, ასოცირება, უვიზო მიმოსვლა, განაცხადის შეტანა [კანდიდატის სტატუსზე] და სწორედ ამ პროცესის შედეგი იქნება ის, თუ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს," - ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„იმ ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს ეს იქნება არა ხელისუფლების პოლიტიკის, არამედ იქნება ხალხის განწყობის, გეოპოლიტიკური ვითარების დამსახურება, არასერიოზული და არაკომპეტენტურია. კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის რაიმე გადაწყვეტილება, იქნება ეს ალიანსში გაერთიანება, ომის დაწყება, რაიმე კავშირში შესვლა თუ სხვ. მხოლოდ ხალხის განწყობების ან გეოპოლიტიკური ვითარების გამო იყოს მიღებული. ეს არის პოლიტიკის ელემენტარული ანა-ბანა. გეოპოლიტიკურ ვითარებას და ხალხის განწყობას რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხდება ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე. ამ ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციურად დაკანონდა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, ამას მოჰყვა, ასოცირება, უვიზო მიმოსვლა, განაცხადის შეტანა [კანდიდატის სტატუსზე] და სწორედ ამ პროცესის შედეგი იქნება ის, თუ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner