„ყველამ უნდა ნახოს „ჰეროკრატია", იქნებ ბოლოს და ბოლოს დავემსგავსოთ საზოგადოებას!" - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან ლომაია სოციალურ ქსელში წერს.
„მორჩით რა ყაყანს, დიახ, უნდა გადაეღო ხაინდრავას ეს ფილმი, დიახ, უნდა ნახოს ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. იმ „განათლებულ" დასვლეთს ასე რომ ეთაყვანებით, ყველა საექსკურსიო მარშრუტში ოსვენცემის მუზეუმი აქვს, მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. მაგ ლოგიკით, არც „შინდლერის სია" არ უნდა გადაეღო სპილბერგს", - წერს ქეთევან ლომაია.