"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასწავლებლის დღე არ იყოს მხოლოდ აღიარება და დაფასება, არამედ ამას მოვაყოლოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ახლო მომავალში გავაჟღერებთ პრემიერთან ერთად," - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
„მასწავლებლებს უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული ადამიანების სტატუსი ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ ჩვენს შვილებზე, არამედ ზოგადად, ქმნიან საზოგადოებას, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის ქვეყანას“, - აღნიშნა ამილახვარმა.
განათლების მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის დღე საქართველოში 27 ოქტომბერს აღინიშნება.