logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება შარშანდელი უსამართლობის აქტის რეაბილიტირების გზაზე - ეს არის მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ საბაზისო ღირებულებების განუხრელი დაცვით ღირს ამ წუთისოფელში სიმართლის მოძიება
- +

6 ნოემბერი. 2023. 10:28

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აკეთებს ანალიზს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ მისი ღირსებისთვის შეუფერებელი რა ნაბიჯები არ გადადგა.

 

„საქართველოს 12 ღირსებით და თავმოყვარეობით სავსე ნაბიჯი, მის მიმართ დაშვებული შარშანდელი უსამართლობის აქტის რეაბილიტირების გზაზე - ეს არის მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ საბაზისო ღირებულებების განუხრელი დაცვით ღირს ამ წუთისოფელში სიმართლის მოძიება და სამართლიანობის აღდგენა. საქართველოს წლის ბოლოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ ისე, რომ ჩვენ ამის გულისთვის:

 

✅ ქვეყნის მოსამართლეთა კორპუსის და იუსტიციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცესი არ დავუქვემდებარეთ საერთაშორისო ორგანიზაციების პრეროგატივას;

 

✅ ცესკო-ს წევრთა დაკომპლექტებაში გამოვრიცხეთ უცხო ქვეყნების მონაწილეობა;

 

✅ არ ჩავატარეთ გახრწნილების პრაიდ-აღლუმი;

 

✅ არ ვმსჯელობდით პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებაზე;

 

✅ არ დავაინიცირეთ ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციის კანონი;

 

✅ არ გავხსენით მეორე ფრონტი;

 

✅ არ დავუშვით გადატრიალება;

 

✅ არ ავკრძალეთ ხელისუფლების პოლიტიკური კონკურენტი პარტიების საქმიანობა;

 

✅ არ დავხურეთ ოპოზიციური ტელეარხები;

 

არ მოვარგეთ „დეოლიგარქიზაციის კანონი“ კონკრეტულ პერსონიფიცირებულ დაკვეთას;

 

ცალ ფეხზე დგომით არ ვეხვეწებოდით სტატუსის მინიჭებას;

 

არც კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა აგვიკრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

ახლა კი იპოვეთ 12 განსხვავება უკრაინისთვის და მოლდოვასთვის მინიჭებულ ანალოგიურ სტატუსებთან, უფრო სწორედ - მათი მოპოვების გზებთან შედარებით“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner