აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბლინკენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის საკითხზე შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან.
მანამდე ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ერაყის პრემიერ-მინისტრთან, მუჰამედ შია ალ-სუდანთან. ასევე, იმყოფებოდა ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში, სადაც პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.