„მმართველი გუნდისგან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რეფორმები განხორციელდეს და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
„სწორედ რეფორმების გატარების საფუძვლად ხდება გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ამას ახლავს გეოპოლიტიკური ვითარება, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, არაფერი შეცვლილა. სწორედ ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პოზიტიური მოლოდინები გვქონდეს“, - აღნიშნა ლაშხმა.