საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე, რომელიც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ მოხვდა, აღნიშნულზე განცხადებას ავრცელებს.
„ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ ვარ. მხოლოდ სუბიექტური მიზეზის გამო, რომელიც იმდენად პირადია, რომ ამაზე საუბარი არ მსურს, მივიღე გადაწყვეტილება, არ ვიყო სიაში. ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა პრემიერ-მინისტრი, საჯაროდ ვუხდი მას მადლობას ნდობისთვის, თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის. ასევე, მადლობელი ვიქნები ჟურნალისტების, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას და ზედმეტი კითხვებით არ მომმართავენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ ედო და მხოლოდ პირადმა, სუბიექტურმა მიზეზმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. სადაც არ უნდა ვიყო, რა პოზიციაზეც, მე გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. წარმატებას ვუსურვებ „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში", - წერის სოფო ჯაფარიძე.